იაპონიის პოლიტიკა და კონსტიტუციური მოწყობა

იმპერატორი აკიჰიტო

იმპერატორი აკიჰიტო და მისი მეუღლე

იაპონია არის კონსტიტუციური მონარქიის ქვეყანა, რომელშიც იმპერატორის ძალაუფლება ძალზედ შეზღუდულია. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად იმპერატორი არის “ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლო”. ძალაუფლებას სახელმწიფოში ფლობს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, ხოლო სუვერენიტეტს ფლობს იაპონელი ერი.  იმპერატორი ეფექტურად მოქმედებს როგორც სახელმწიფოს მეთაური დიპლომატიური საკითხების დროს.

იაპონიის საკონონმდებლო ორგანო არის ორპალატიანი პარლამენტი. პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა პალატისგან და მრჩეველთა საბჭოსგან. წარმომადგენელთა პალატაში მსახურობს 480 დეპუტატი, ახლად არჩეული ყოველ ოთხ წელიწადში, ხოლო მრჩეველთა საბჭო შედგება 242 ადამიანისგან, რომლის წევრები ირჩევა ექვსი წლის ვადით. ხმის მიცემაში და პარლამენტის არჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20 წელზე უფროს ნებისმიერ ახალგაზრდას.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი არის ასევე მთავრობის ხელმძღვანელი. თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება იაპონიის იმპერატორის მიერ პარლამენტის მიერ პიროვნების დამტკიცების შემდეგ. იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღევანდელ დღეს არის ნაოტო კანი, რომელიც აირჩა ამ პოსტზრ 2010 წლის 2 ივნისს და გახდა იაპონიის 94 პრემიერ-მინისტრი.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პრემიერ-მინისტრს ნიშნავს იმპერატორი, კონსტიტუციის თანახმად იმპერატორმა უნდა დაამტკიცოს ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც წარადგენს პარლამენტი.

იაპონიის საკანონმდებლო სისტემა განვითარდა ედოს პერიოდის დროს ტექსტ კუძიკატა ოსადამეგაკის მეშვეობით. XIX საუკუნეში იაპონიის კანონმდებლობამ განიცადა ევროპული კანონების ზეგავლენა. 1896 წელს იაპონიის მთავრობამ შექმნა ახალი სამოქალაქო კოდექსი Bürgerliches Gesetzbuch-ის ბაზაზე. II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შესწორებებით თანამედროვე იაპონია სწორედ ამ კანონს იყენებს.  იაპონიის სასამართლო სისტემა დაფუძნებულია ოთხ სასამართლო კიბეზე – უმაღლეს სასამართლოზე და სამ უფრო დაბალ სასამართლოებზე.

ტახტის დახმარების ასოციაცია

ორგანიზაციის ემბლემა

ამ პოსტს ვინც წაიკითხავს მემგონი გაავლენს პარალელს არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელ პარტიასთან საქართველოსა და სსრკში 😀

ტახტის დახმარების ასოციაცია (ტაისეი იოკუსანკაი, იაპონ. 大政翼賛会) — იაპონური პოლიტიკური გაერთიანება 1940—1945 წლებში.

შეიქმნა 1940 წელს, სხვა პარტიების გაუქმების შემდეგ. ტახტის დახმარების ასოციაციასმართავდა მდივანი, რომელიც ხდებოდა პრემიერ-მინისტრი. პრეფექტურებში, ქალაქებში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებობდა ადგილობრივი დანაყოფები. ადმინისტრაციულ აპარატს ნიშნავდა მდივანი ერთი წლის ვადით. როგორც წესი, პრეფექტურების, სოფლებისა და ქალაქების მმართველები იყვნენ ასევე ასოციაციის შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები.

ტახტის დახმარების ასოციაციას ემორჩილებოდა რამდენიმე სხვა მასობრივი ორგანიზაცია (დიდი იაპონიის ახალგაზრდული პარტია, სამშობლოს მსახურების ასოციაცია და სხვ.) 1945 წლის 13 ივნისიდან, იაპონიის კაპიტულაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ასოციაცია გაუქმდა.

გო-სირაკავა

პორტრეტი

გო სირაკავას პორტრეტი

იმპერატორი გო-სირაკავა (იაპონ. 後白河天皇 გო-სირაკავა ტენო:?, დაბ. 18 ოქტომბერი 1127 წ. — გ. 26 აპრილი 1192 წ.) — იაპონიის 77-ე იმპერატორი, ოფიციალურად მეფობდა 1155 წლის 23 აგვისტოდან 1158 წლის 5 სექტემბრამდე. ბიოგრაფია [რედაქტირება] იმპერატორ გო-სირაგავას მამა ოყო იმპერატორი ტობა. თვის მხრივ, გო-სირალავა იყო იმპერატორ ნიძიოსა და ტაკაკურას მამა. იმპერატორები როკუიო, ანტოკუ და გო-ტობა იყვნენ გო-სირაკავას შვილიშვილები. იმპერატორის საკუთარი სახელი იყო მასაჰიტო (雅仁), სახელი გო-სირაკავა-ინ (後白河院) მან მიიღო მეფობის დასრულების შემდეგ. გო-სირაკავას მამამ, იმპერატორმა ტობამ შემოიღო სისტემა ინსეი. ამ სისტემის მეშვეობით ტობა მართავდა ქვეყანას ოფიციალური გადადგომისა და მონასტერში გადახვეწის შემდეგაც. ამის გამო გო-სირაკავამ შეძლო ქვეყნის სრული მართვა მხოლოდ მამის გარდაცველების შემდეგ. ჰოგენის აჯანყების შემდეგ გო-სირაკავა გახდა იძულებული ეძია ტაირას კლანის მხარდაჭერა. გო-სირაკავამ გააგრძელა მამის გზა, სიცოცხლეშივე უარი განაცხადა ტახტზე გა გადაიხვეწა მონასტერში, თუმცა ქვეყანას მართავდა თავის გარდაცვალებამდე 1192 წლამდე.

იმპერატორი ტაისო

ტაისო

ამ პოსტში დავწერ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ იმპერატორზე – ტაისოზე (ან ტაიშოზე, გის როგორ მოსწონს) :).

იმპერატორი ტაისო (大 正 天皇 ტაისო-ტენო, 31 აგვისტო 1879 – 25 დეკემბერი 1926) იყო იაპონიის 123-ე იმპერატორი ტრადიციული ქრონოლოგიის მიხედვით. იგი მეფობსა 1912 წლის 30 ივლისიდან მის გარდაცვალებამდე 1926 წელს.

იმპერატორის საკუთარი სახელი იყო იოსიჰიტო (嘉仁). ტრადიციის მიხედვით, გამეფების შემდეგ იმპერატორს არა აქვს სახელი და მას უბრალოდ იმპერატორს უწოდებენ. რადგანაც იგი მეფობდა ტაისო პერიოდში, იგი გახდა ცნობილი როგორც იმპერატორი ტაისო.

იგი დაიბადა ტოკიოში 1879 წლის 31 აგვისტოს. იოსიჰიტო გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ 1889 წლის 3 ნოემბერს. 1900 წლის 10 მაისს იგი დაქორწინდა დედოფალ სადაკოზე.

ტაისო ავიდა ტახტზე 1912 წლის 30 ივლისს. პირველი მსოფლიო ომის დროს ტაისომ, როგორც მოკავშირე ქვეყნის ლიდერმა, მიიღო ბრიტანეთის მარშალის წოდება. გარდაიცვალა ტოკიოი, 1926 წელს.

იგი დაიბადა ტოკიოში 1879 წლის 31 აგვისტოს. იოსიჰიტო გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ 1889 წლის 3 ნოემბერს. 1900 წლის 10 მაისს იგი დაქორწინდა დედოფალ სადაკოზე.

ტაისო ავიდა ტახტზე 1912 წლის 30 ივლისს. პირველი მსოფლიო ომის დროს ტაისომ, როგორც მოკავშირე ქვეყნის ლიდერმა, მიიღო ბრიტანეთის მარშალის წოდება. გარდაიცვალა ტოკიოი, 1926 წელს.