ამომავალი მზის ორდენი

იაპონელებს, როგორც მონარქიას, და ალბათ ასევე როგორც უბრალოდ ძველ ერს გააჩნია ძალიან ბევრი ორდენი. ერთის შესახებ მე უკვე დავწერე (ქრიზანტემის ორდენის შესახებ), ხოლო მეორის შესახებ კი ეხლა დავწერ. საინტერესოა, რომ ეს ორდენი ჩვენ თანამემამულესაც კი აქვს :).

ესე იგი, ამომავალი მზის ორდენი (იაპ. 旭日章 კიოკუძიცუსიო) — იაპონური ორდენი. ქრიზანთემის ორდენის შემდეგ ამომავალი მზის ორდენი არის იაპონიის უმაღლესი ორდენი. იგი შეიქმნა სახელმწიფო საბჭოს 1875 წლის 10 აპრილის განკარგულებით. ორდენს გააჩნია 8 ხარისხი, ხოლო პირველ ხარისხსს ასევე გააჩნია ორი ნაირსახეობა – პავლონვიის ყვავილით და მის გარეშე. ამომავალი მზის ორდენის კავალერი შეიძლება გახდეს მხოლოდ მამაკაცი. ორდენი ენიჭება ადამიანებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს.  2003 წელს ორდენით დაჯილდოების წესში შეიტანეს ცვლილება, რომლის შედეგად ორდენით მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა დაჯილდოებაც შეიძლება.    ქართველთაგან ორდენით დაჯილდოებულია რუსეთში მოღვაწე მწერალე ბორის ჩხარტიშვილი (აკუნინი).

ორდენს გააჩნია რვა ხარისხი. თავდაპირველად პირველი ხარისხი იყო გაყოფილი ორ კლასად – ამომავალი მზის ორდენი პავლოვნიის ყვავილებით და ამომავალი მზის ორდენი დიდ ბაფთაზე. დღეისათვის ამომავალი მზის ორდენი პავლოვნიის ყვავილებით გამოყოფილია ცალკე ორდენად და იაპონურ ორდენთა იერარქიაში მას მეორე ადგილი უკავია ქრიზანთემის ორდენის შემდეგ.

  • Лента 1 ხარისხი — ორდენის ნიშანი დიდ ბაფთაზე, ვარსკვლავით.
  • Лента 2 ხარისხი — ორდენის ნიშანი საყელოს ბაფთით, ვარკვლავი.
  • Лента 3 ხარისხი — ორდენის ნიშანი საყელოს ბაფთით.
  • Лента 4 ხარისხი — ორდენის ნიშანი სამკერდე დამჭერითა და როზეტით.
  • Лента 5 ხარისხი — ორდენის ნიშანი სამკერდე დამჭერით.
  • Лента 6 ხარისხი — უფრო მცირე ზომის ორდენის ნიშანი სამკერდე დამჭერით.
  • Лента7 ხარისხი
  • Лента8 ხარისხი
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s