იაპონიის პოლიტიკა და კონსტიტუციური მოწყობა

იმპერატორი აკიჰიტო

იმპერატორი აკიჰიტო და მისი მეუღლე

იაპონია არის კონსტიტუციური მონარქიის ქვეყანა, რომელშიც იმპერატორის ძალაუფლება ძალზედ შეზღუდულია. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად იმპერატორი არის “ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლო”. ძალაუფლებას სახელმწიფოში ფლობს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, ხოლო სუვერენიტეტს ფლობს იაპონელი ერი.  იმპერატორი ეფექტურად მოქმედებს როგორც სახელმწიფოს მეთაური დიპლომატიური საკითხების დროს.

იაპონიის საკონონმდებლო ორგანო არის ორპალატიანი პარლამენტი. პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა პალატისგან და მრჩეველთა საბჭოსგან. წარმომადგენელთა პალატაში მსახურობს 480 დეპუტატი, ახლად არჩეული ყოველ ოთხ წელიწადში, ხოლო მრჩეველთა საბჭო შედგება 242 ადამიანისგან, რომლის წევრები ირჩევა ექვსი წლის ვადით. ხმის მიცემაში და პარლამენტის არჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20 წელზე უფროს ნებისმიერ ახალგაზრდას.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი არის ასევე მთავრობის ხელმძღვანელი. თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება იაპონიის იმპერატორის მიერ პარლამენტის მიერ პიროვნების დამტკიცების შემდეგ. იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღევანდელ დღეს არის ნაოტო კანი, რომელიც აირჩა ამ პოსტზრ 2010 წლის 2 ივნისს და გახდა იაპონიის 94 პრემიერ-მინისტრი.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პრემიერ-მინისტრს ნიშნავს იმპერატორი, კონსტიტუციის თანახმად იმპერატორმა უნდა დაამტკიცოს ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც წარადგენს პარლამენტი.

იაპონიის საკანონმდებლო სისტემა განვითარდა ედოს პერიოდის დროს ტექსტ კუძიკატა ოსადამეგაკის მეშვეობით. XIX საუკუნეში იაპონიის კანონმდებლობამ განიცადა ევროპული კანონების ზეგავლენა. 1896 წელს იაპონიის მთავრობამ შექმნა ახალი სამოქალაქო კოდექსი Bürgerliches Gesetzbuch-ის ბაზაზე. II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შესწორებებით თანამედროვე იაპონია სწორედ ამ კანონს იყენებს.  იაპონიის სასამართლო სისტემა დაფუძნებულია ოთხ სასამართლო კიბეზე – უმაღლეს სასამართლოზე და სამ უფრო დაბალ სასამართლოებზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s