იაპონია

იაპონია. კოსმოსიდან.

იაპონია. კოსმოსიდან.

იაპონია (日本 ნიჰონ ან ნიპონ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国 ნიპონ-კოკუ (?·i) ან ნიჰონ-კოკუ; ლიტერატურულად – «ამომავალი მზის ქვეყანა».) – კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. იაპონია განლაგებულია წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. იგი ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებსა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის სახელის ზუსტი თარგმანი ქართულ ენაზე არის «მზის სამშობლო».

იაპონია არის 6,852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძული არის ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად შეადგენენ ქვეყნის ტერიტორიის 97%. კუნძულთა უმრავლესობას გააჩნია მთიანი რელიეფი მრავალი ვულკანით, მაგალითისთვის იაპონიის უდიდესი მწვერვალი, მთა ფუძი არის ვულკანი. მსოფლიოში იაპონიას უკავია მეათე ადგილი მოსახლეობის მიხედვით. ამომავალი მზის ქვეყანაში ცხოვრობს 127 მილიონი ადამიანი. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც ცხოვრობს 30 მილიონზე მეტი ადამიანი, არის დედამიწის უდიდესი ქალაქი.

არქეოლოგიური გამოკვლევების მიხედვით ადამიანი ცხოვრობდა იაპონიის კუნძულებზე ჯერ კიდევ ზემო პალეოლითის პერიოდში. იაპონია პირველად არის მოხსენიებული ჩ.წ. პირველი საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. იაპონიის ისტორია ხასიათდება თვითიზოლაციის გრძელი პერიოდით, რომელმაც შეცვალა უცხო ქვეყნების მიერ იაპონიაზე ძლიერი გავლენის პერიოდი. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა 1947 წელს, გამოაცხადა, რომ იაპონია იქნებოდა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით.

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან ეკონომიკური ძალას, იაპონიას არის მსოფლიოში სიდიდთ მეორე ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ რვიანში და გაეროს უშიშროები საბჭოს არამუდმივი წევრი. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრებისი მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s