კოძიკი

კოძიკი ან ფურუკოტოფუმი (იაპ.古事記 (こじき、ふることふみ)) – ძველიაპონური ლიტერატურის უდიდესი ძეგლი, ერთ-ერთი პირველი ნაწერ ძეგლთა შორის, სინტოური სამწიგნის წმინდა წიგნი. გარდა კოძიკისა, სამწიგნში შედის „ნიჰონგი” – „იაპონიის ანალები” (რომელიც დაიწვა 645 წლის ხანძრისას) და კუძიკი – „წარსულის დღეების ჩანაწერები”.

რთულია ამ ნაწარმოების ჟანრის განსაზღვრა. ამ მხრივ ეს ნაწარმოები არის ძველი ლიტერატურის სინკრეტიზმის საუკეთესო მაგალითი. კოძიკი არის ერთობლივად მითებისა და ლეგენდების კრებული, ძველი სიმღერების კრებულია და ისტორიული ქრნიკა. წინასიტყვაობის თანახმად, იაპონელმა მთხრობელმა ჰიედა-ნო-არემ ახსნა, ხოლო ჩაწერა ტახტთან დაახლოებულმა პირმა ო-ნო იასუმარომ. წინასიტყვაობის თანახმად, ამ ორმა იაპონელმა ჩაწერა საკუთარი ერის გმირული და მითოლოგიური ეპოსი. კოძიკის დამუშავება დასრულდა 712 წელს, დედოფალ ჰემეის მმართველობის დროს.

ჩვენამდე არ არის მიღწეულიკოძიკის ორიგინალი. უძველეს და ყველაზე სრულად შენახულ ვარიანტად ითვლება ე.წ. „სიმპუკუძის წიგნი”, რომელმაც სახელი ქალაქ ნაგოიაში მდებარე სიმპუკუძის ტაძრის საპატივსაცემოდ მიიღო. ბერ კენიუს მიერ ამ ვარიანტის შექმნა თარიღდება 1371—1372 წლებით.

„კოძიკი” შედგება სამი ნაწილისგან. პირველი ნაწილი შეიცავს მითების ციკლსა და მასთან დაკავშირებულ ლექსებს – ეს ნაწილი იწყება მსოფლიოს კოსმოგონიურად შექმნის მითისგან, დედამიწის შექმნით, ხოლო მთავრდება ღვაებებისა და გმირების საქმეების მოთხრობით. აქვე მოთხრობილია იაპონიის პირველი იმპერატორის – ძიმუს წარმოშობისა და იაპონიის დაარსების შესახებ.

„კოძიკის” მეორე ნაწილი საინტერესოა უპირველეს ყოვლისა ფოლკლორული მასალებით, მითები თანდათან გადადიან ლეგენდარულ, ხოლო შემდეგ რეალურ ისტორიაში – კამუიამატო ივარე-ჰოკის ლაშქრობით დაწყებული და დამთავრებული მეხუთე სუკუნის იაპონელი ბელადის – ჰომუდა ვაკეს მმართველობის აღწერით.

მესამე ნაწილში მოთხრობილია მმართველი დინასტიის შესახებ და რამდენიმე სხვა ისტორიული მოვლენა, 628 წლამდე.

მითების სიუჟეტები, რომლებიც მოცემულია პირველ ნაწილში, ხდბეა მაღალი ცის ველზე – ღმერთების სმფლობელოში, სიბნელის ქვეყანაში – ქვესკნელში და ლერწმის ველზე – დედამიწაზე. ცენტრალურად ითვლება მითი ქალღმერთ ამატერასუს დაბადებასა და მისი გაქცევა ცის გამოქვაბულში. ფართოდ ცნობილია ასევე მოთხრობები „იამატოტაკერუს” – ცნობილ იპონელ გმირზე და მეომარზე.

Advertisements

2 thoughts on “კოძიკი

    • გააჩნია რომელ სისტემას იყენებ – რომაძით კი, აქ უნდა იყოს. პოლივანოვით აქ უნდა იყოს დზ. არც-ერთი სისტემა არ ასახავს იაპონურის ყველა ხმას – ანუ არც რუსულში, და არც ინგლისურში არ არის ასო , ქართულში კი არის. ასე რომ, მემგონი აქ სწორედ უნდ იყოს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s