იმპერატორი ძიმუ

იმპერატორი ძიმუიმპერატორი ძიმმუ – (იაპონ.神武天皇 ძიმო ტენო) არის იაპონიის ლეგენდარული დამაარსებელი და პირველი იმპერატორი. ეპოს კოძაკის მეორე განყოფილების თანახმად, იგი დაიბადა 711 წლის 1 იანვარს ჩვენ წელთაღრიცხვამდე და გარდაიცვალა ჩ.წ.-მდე 585 წლის 11 მარტს. სინტოიზმში ძიმუ ითვლება მზის ღმერთის, ამატერასუ ომიკამის, შვილიშვილად. თვითონ ძიმუ ითვლება მნიშვნელობით მეორე ღვთაებათ.

ძიმუს ქმედებებზე არსებული მოთხრობები ასახავენ იაპონური ტომების მიგრაციის პროცესებს, ტომთა კავშირის შექმნას. მეცნიერება ამ პროცესებს ჩვენი ერის დასაწყისით ათარიღებს. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ძიმუ ჰიმუკიდან, კიუსუს კუნძულიდან, საიდანაც მისი წინაპრები ციდან ჩამოვიდნენ, ილაშქრა კუნძულ ჰონსიუზე.
იმპერატორ ძიმუს ჩ.წ.-მდე 660 წელს გამეფებასთან დაკავშირებულია იაპონიის ყველაზე ცბობილი დღესასწაული – კიგენსეცუ, რომლის ზეიმი დაიწყეს 1872 წელს და ზეიმობდნენ 11 თებერვალს.

ძიმუს გამეფების 2600 წლის აღსანიშნავად 1940 წლის 27 სექტემბერს იაპონიამ ხელი მოაწერა გერმანიასთან და იტალიასთან სამთა პაქტს. ოფიციალური პროპაგანდა აქტიურად იყენებდა ძიმუს დევიზს – „მსფოლიოს რვა კუთხის შეგროვება ერთი სახურავის ქვეშ” (ჰაკ-კო იტი-უ). ეს დევიზი გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე აგრესიის იდეოლოგიური გამართლებისთვის.

დღესასწაული გაუქმდა ამერიკული ოკუპაციური ძალების ბრძანებით იაპონიის მეორე მსოფლიო ომში წაგების გამო. იგი აღადგინეს 1966 წელს, თუმცა სხვა სახელი დაარქვეს – კენკოკუ კინენბი – სახელმწიფოს შექმნის დღე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s