ქრიზანთემური ტახტი

იაპონიაქრიზანთემური ტახტი – იაპონიის იმპერატორის ტახტის დასავლური
სახელწოდება, რომელიც გამოიყენება XIX საუკუნიდან. სახელწოდება წარმოიშვა იაპონიის სამეფო ბეჭდის მეშვეობით, რომელიც მიღებული იქნა 1889 წელს. ამ ბეჭედზე გამოსახულია 16 ფურცლიანი ყვითელი ქრიზანთემა. იაპონურად მას უბრალოდ ჰქვია «საიმპერატორო ტახტი» (იაპონ. 皇位 ქო:ი). ტერმინი ქრიზანთემური ტახტი შეიძლება აღნიშნავდეს როგორც ფიზიკურ ტახტს, რომლიდანაც
იმპერატორი წარმოთქვამს სიტყვას იაპონიის პარლამენტის წინ, ან აღნიშნოს იაპონიის მონარქიის ინსტიტუტს. იშვიათად ამ ტერმინით აღინიშნება თვითონ იმპერატორის პერსონაც.

დატოვე კომენტარი