ბუდიზმი იაპონიაში

ბუდისტური ტაძარი იპონიაშიბუდიზმი არის იაპონიის ყველაზე გავრცელებული რელიგია, რომლის მიმდევარია იაპონიის მოსახლეობის უმრავლესობა. იაპონური ბუდიზმი არაერთგვაროვანია – ათასნახევრიანი ისტორიის განმავლობაში იაპონიაში შეიქმნა მრავალი ბუდიტური სკოლა და მიმდევრობა. ზოგი მათგანი ორიენტირებულია ფილოსოფიაზე, ზოგი კულტურაზე, ზოგი მედიტაციაზე, ზოგი რიტუალზე და ზოგიც მანტრების კითხვაზე. ბუდიზმის სხვადასხვა სკოლა პოპულარულია იაპონელთა სხვადასხვა შრეში – მეცნიერებში, სამურაებში, ჩვეულებრივ ხალხში. სკოლები ურთიერთობენ ერთმანეთთან, თუმცა ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც ბუდიზმის სხვადასხვა სკოლა ეომებოდა ერთმანეთს. ზოგი ბუდისტური სკოლა შეერწყა სხვას, ზოგიც კი გადარჩა მხოლოდ მცირე ტაძრებში. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური სკოლები წარმოიშვა კორეის, ინდოეთისა და ჩინეთის სკოლების საფუძვლებზე, იაპონიის კუნძულოვანი მდგომარეობის გამო მათ სულ სხვა გზა განვლეს. ზოგი სკოლა კი დარჩა მხოლოდ იაპონიაში და გაქრა ინდოეთსა თუ ჩინეთში.

თანამედროვე იაპონიაში გამოყოფენ 13 ძირითად სკოლას და 56 ქვესკოლას. ეს სია შეიქმნა XIX საუკუნის ბოლოს (მეიძის ეპოქა).

13 ძირითადი სკოლა არის:

1. ჰოსო-სიუ (იაპონ. 法相宗) — იოგაჩარების ტრადიციის სკოლა, რომელიც შეიქმნა ნარას პერიოდში.

2. კეგონ-სიუ (იაპონ. 華厳宗) — ფილოსოფიური სკოლა, რომელიც განიხილავს ფენომენთა სამყაროს როგორც ერთობლიობას და წარმოიშვა ჩინური ქვების ბაღიაკოლა ჰუაიანისგან ნარას პერიოდში.

3. რისიუ (იაპონ. 律宗) —ვინაის ბერთა სკოლა, წარმიშვა ნარას პერიოდში.

4. სინგონ-სიუ (<იაპონ. 真言宗) — ტანტრული სკოლა. .

5. რინძაი-სიუ (იაპონ. 臨済宗) — ყველაზე ძველი ძენური სკოლა, განსაკუთრებით პოპულარული სამურაებს შორის, იყოფა მრავალ ქვესკოლად.

6. სოტო-სიუ (იაპონ. 曹 洞宗) — ძენური სკოლა, პოპულარული ჩვეულებრივ მოსახლეობას შორის.

7. ობაკუ-სიუ (იაპონ. 黄檗宗) —სინკრეტული სკოლა, რომელიც აერთიბლიებს ძენსა და ამიდაიზმს.

8. ტენდაი-სიუ (იაპონ. 天台宗) — რთული სკოლა, რომლის სახელი ითარგმნება როგორც „ცათა ბურჯი”, დიდი დროის განმავლობაში იყო სამეფო კარის რელიგია და მონაწილეობდა მრავალ სამხედრო შეტაკებაში. შეიცავს მრავალი სხვა სკოლისა და ტანტრის ელემენტებს.

ძიოდოს სკოლის მონასტერი
9. იუძუ-ნემბუცუ-სიუ (იაპონ. 融通念仏宗) — ტენდაი-სიუდან წარმოქმნილი სკოლა, რომელიც მთავარ აქცენტს ამიდაიზმზე აკეთებს.

10. ძიოდო-სიუ (იაპონ. 浄土宗) —ყველაზე ძველი ამიდაისტური სკოლა.

11. ძიოდო-სინსიუ- (იაპონ. 浄土真宗) — ყველაზე პოპულარული ამიდაისტური სკოლა.

12. ძისიუ (იაპონ. 時宗) – ამიდაისტური სკოლა, შეიქმნა ძიოდო-სიუდან.

13. ნიტირენ-სიუ (იაპონ. 日蓮宗) — ლოტოსის სუტრის სკოლა, წარმოიშვა ტენდაი-სიუდან, სოციალურად ძალიან აქტიური, გაყოფილი მრავალ ქვესკოლად.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s