გრაფი გაზეთს კითხულობს…

უპირველეს ყოვლისა, ბოდიშს გიხდით ყველას ასეთი გრძელვადიანი შესვენების გამო – საკმადო ბევრი მასალა დამიგროვდა და ამიტომ, უახლოეს მომავალში, იმედია, ბევრი პოსტი შეიქმნება… ასე რომ, დავუწყოთ ერთი ფოტოს დათვალიერებით – მეოცე საუკუნის მიწურულს ეს ფოტოსურათი მრავალ იაპონურ სახლში ეკიდა.

გენერალი ნოგი

მერე რა?

პირველი შეხედვით არაფერი საინტერესო – ოჯახური სცენა: გენერალი ნოგი კითხულობს გაზეთს, ხოლო მის სიახლოვესა მისი მეუღლე სიძუკო. სააღლუმო მუნდირისა და პლიუმაჟიანი ქუდის მიხედვით გენერალი ემზადება ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე წასასვლელად, ან, შესაძლოა, პირიქით, ამწამს დაბრუნდა იმპერატორის სასახლიდან. მერე რა, ჩვეულებრივი საქმეა – გენერალი ხომ ხშირად სტუმრობს მიკადოს რეზიდენციას, რადგანაც მისი უდიდებულესობის, პრინც ჰიროჰიტოს აღმზრდელია.

მაგრამ იაპონელებისთვი ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ფოტოსურათი ტრაგიზმით აღსავსე უდიდესი ისტორიის მოწმეა. სწორედ ამ ფოტოსურათის მიხედვით დიდი იმპერიის ბიჭებსა და გოგოებს  ასწავლიდნენ თუ რა არის ნამდვილი იაპონელობა და სამურაის სული… ზოგ-ზოგიერთებს ასწავლეს კიდევაც – ზედმეტად კარგად…

სინამდვილეში გრაფი და მისი მეუღლე კი არ ისვენებენ, არამედ სიკვდილის წინ უკანასკნელ ფოტოს იღებენ.

მეუღლე ჩაცმულია საგლოვიარო კიმონოში, ხოლო გაზეთში (სათაური არ ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ!) დაბეჭდილია სამგლოვიარო განცხადება იმპერატორ მეიჯის სიკვიდილის შესახებ. ყოველივე ეს კი 1912 წლის 13 სექტემბერს ხდება.

გრაფი ნოგი

იგივე წყვილი, ამჯერად ბრინჯაოში.

გენერალი მარესუკი ნოგი, ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი იაპონელი გენერალი, რომელიც მეთაურობდა უდიდესი რუსული ციხე-სიამგრის – პორტ-არტურის ალყას. ციხესიმაგრის დაცემის შემდეგ გამარჯვებულის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო.

მიუხედავად ყოველივე ამისა, მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, 1905 წელს, გენერალმა სთხოვა იმპერატორს „სიცოცხლის დატოვების“ ნებართვა.  მან განუცხადა მიკადოს, რომ თვლიდა საკუთარ თავს დამნაშავედ იმ დანაკარგებისთვის, რომლებიც მისმა ჯარმა განიცადა (იაპონელები საუბრობენ 60,000 დაღუპულზე, ხოლო რუსები – 110,000 ადამიანზე).

გარდა ამისა, გენერალს კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა – ამჯერად პირადული. ომში დაიღუპა მისი ორივე შვილი – ბრწყინვალე ოფიცრები. დაობლებულ მშობლებს (მანამდე, მათი ორი შვილი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა) დაეკარგათ სიცოცხლის ხალისი და პატივისცემა აღარ ახარებდათ.

ნოგის შვილები

უფროსი 25 წლის იყო, ხოლო უმცროსი - 23-ს.

იმპერატორმა კატეგორიულად მოსთხოვა გენერალს ამოეგდო სუიციდურო სისულეები თავიდან, რაზეც სამურაიმა, როგორც დისციპლიონირებულმა ადამიანმა, უპასუხო: „დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.“

მიუხედავად ამისა, შვიდი წლის შემდეგ, იმპერატორის გარდაცვალებისთანავე, გრაფი განთავისუფლდა მიცემული პირობისგან. უძველესი, იმდროისთვის დავიწყებული ტრადიციის თანახმად, გლოვის ნიშნად სამურაის შეეძლო „ბატონის მიცილება“, ხოლო მის მეუღლეს, შესაბამისად, შეეძლო მეუღლის გაცილება. ეს აღარ ითვლებოდა თვითნებურ ქმედებად.

წყვილი მივიდა იმპერატორის დაკრძალვაზე, დასარიგებლად ფოტოც გადიაღი  – მაგრამ არა შთამომავლობისთვის, არამედ პრინც ჰიროჰიტოსთვის.

შემდეგ, გარდაცვლილი იმპერატორის პორტრეტის ქვეშ, გენერალმა ჯვარედინად გაიხსნა მუცელი, ხოლო მისმა მეუღლემ ღრმად ჩაისვა დანა ყელში, „რის შედეგადაც“,-ეწერა პროტოკოლში,„წარმოიშვა ტრაჰეისა და საყლაპავის ჭრილობა, რასაც ლეტალური დასასრული მოჰვა“.

კურილის კუნძულების დათმობას იაპონია არ აპირებს

იაპონიის საგარეო უწყებოს ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ დიმიტრი მედვედევის შემოთავაზება კურილის კუნძულებზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებით მისი ქვეყნის პოზიციას არ შეესაბამება.

27 დეკემბერს ტოკიოში გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომლის დროსაც ტაკეკი მაცუმოტმ განააცხადა, რომ “ჩრდილოეთი ტერიტორიები არის ჩვენი მიწა. რფ-ს შემოთავაზება არ შეესაბამება იაპონიის პოზიციას.

შეგახსენებთ, რომ კურილის კუნძულები რუსეთსა და იაპონიას შორის მუდმივი დაძაბულობის საგანია 1945 წელს სსრკ-ს მიერ მათი ოკუპაციის დღიდან.

ჰოეი წლების აჯანყება

იაპონია არის მიწისძვრების ქვეყანა. გარკვეულწილად ეს განპირობებულია იმით, რომ იაპონია მდებარეობს წყნაროკეანურ ვულკანურ ცეცხლოვან რგოლში. იაპონიის ისტორიაში უდიდესი მიწისძვრა მოხდა 1707 წლის 28 ოქტომბერს, დღის 2 საათზე. ამ მიწისძვრის შედეგად სერიოზულად და საშუალოდ დაშავდა სამხრეთ-დასავეთი ჰონსიუ, სიკოკუ და სამხრეთ-აღმოსავლეთი ჰონსიუ. მიწისძვრამ და დამანგრეველმა ცუნამიმ იმსხვერპლა ხუთ ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. სავარაუდოდ სწორედ ამ, 8,6 მაგნიტუდის მქონე მიწისძვრამ გამოიწვია ფუძის ამოფრქვევა 49 დღის შემდეგ.

ჩიხუახუა მომო

იაპონიის პრეფექტურა ნარაში პოლიციის ძაღლი გახდა სამი კილოგრამი წონის მქონე ჩიხუახუა სახელად მომო. მომო იქნა არჩეული 70 ძაღლთაგან. კეპკის დასუნვის შემდეგ მომომ ხუთ წუთში აღმოაჩნინა მისი მფლებელი. ისე, აღსანიშნავია რომ იაპონიას და ჩიხუახუას ძალიან უყვართ ერთმანეთი. ხან ყველაზე პატარა ჩიხუახუა ებადება, ხანხულგამოსახული. მოკლედ, მალე ჩიხუახუა იაპონიის სიმბოლო გახდება )

უნკეი

ბუდას ხის ქანდაკება

აზიური სკულპტურის ყველაზე ძვირადღირებული ნიმუში -ბუდას ხის ქანდაკება

იაპონიის ხელოვნებასა და კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ბუდიზმის მოტივებს – ალბათ სწორედ ამიტომ იაპონური, და ზოგადად აზიური ქანდაების ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნიმუში 14 მილიონ 370 ათას აშშ დოლარად გაყიდული ბუდას ქანდაკება გახდა. (სურათი მარჯვნივ)

ამ და მრავალი სხვა ქანდაკების შემქმნელი გახდა გენიალური იაპონელი სკულპტორი უნკეი (რუსულ ტრადიციაში რატომღაც ცნობილი უნსეის სახელით).

უნკეი (იაპონურად 運慶)  კამაკურას პერიოდის დროს აყვავებული კეი სკოლის ყველაზე გამოჩენილი მოქანდაკეა. მოქანდაკე განსაკუთრებით დაოსტატდა     ბუდისა და ბუდისტური პანთეონის სხვადასხვა

უნკეი

უნკეი

პერსონაჟების ქანდაკებების კეთებაში. უნკეის ადრეული ნამუშევრები შესრულებულია ტრადიციულ იაპონურ სტილში და გააჩნიათ მრავალი საერთო რამ მისი მამის, მოქანდაკე კოკეის ნამუშევრებთან. უნკეის რეალისტური გენია, რომელმაც გამოყო იგი ნებისმიერი სხვა იაპონელი მოქანდაკისგნა, გამოვლინდა ნარაში ტოდაი-ძი ტაძრისთვის ქანდაკეკების შექმნისას. დღეისათვის უნკეი ითვლება კეი სკოლის ყველაზე წარმატებულ წარმომადგენლად.

იაპონელი სული და კულტურა – ბორის აკუნინი

ბორის აკუნინი

ბორის აკუნინი

ძვირფასო მკითხველებო, წარმოგიდგენთ გამოჩენილი წარმოშობით ქართველი იაპონოლოგის და თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რუსულენოვანი მწერის, ბორის ჩხარტიშვილის, ესეს სახელწოდებით “იაპონელი:სული და კულტურა”. ქართულად ეს ესე ჯერ არ გამოქვეყნებულა, და გარკვეულწილად ბლოგის ექსკლიუზივია🙂. სრულიადში დაინტერესებულებს შეუძლიათ ასევე ნახონ ბმული ორგინალზე. იმედია, ამის კითხვით ისიამოვნებთ🙂 Continue reading