უპირველეს ყოვლისა, ბოდიშს გიხდით ყველას ასეთი გრძელვადიანი შესვენების გამო – საკმადო ბევრი მასალა დამიგროვდა და ამიტომ, უახლოეს მომავალში, იმედია, ბევრი პოსტი შეიქმნება… ასე რომ, დავუწყოთ ერთი ფოტოს დათვალიერებით – მეოცე საუკუნის მიწურულს ეს ფოტოსურათი მრავალ იაპონურ სახლში ეკიდა.
პირველი შეხედვით არაფერი საინტერესო – ოჯახური სცენა: გენერალი ნოგი კითხულობს გაზეთს, ხოლო მის სიახლოვესა მისი მეუღლე სიძუკო. სააღლუმო მუნდირისა და პლიუმაჟიანი ქუდის მიხედვით გენერალი ემზადება ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე წასასვლელად, ან, შესაძლოა, პირიქით, ამწამს დაბრუნდა იმპერატორის სასახლიდან. მერე რა, ჩვეულებრივი საქმეა – გენერალი ხომ ხშირად სტუმრობს მიკადოს რეზიდენციას, რადგანაც მისი უდიდებულესობის, პრინც ჰიროჰიტოს აღმზრდელია.
მაგრამ იაპონელებისთვი ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ფოტოსურათი ტრაგიზმით აღსავსე უდიდესი ისტორიის მოწმეა. სწორედ ამ ფოტოსურათის მიხედვით დიდი იმპერიის ბიჭებსა და გოგოებს ასწავლიდნენ თუ რა არის ნამდვილი იაპონელობა და სამურაის სული… ზოგ-ზოგიერთებს ასწავლეს კიდევაც – ზედმეტად კარგად…
სინამდვილეში გრაფი და მისი მეუღლე კი არ ისვენებენ, არამედ სიკვდილის წინ უკანასკნელ ფოტოს იღებენ.
მეუღლე ჩაცმულია საგლოვიარო კიმონოში, ხოლო გაზეთში (სათაური არ ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ!) დაბეჭდილია სამგლოვიარო განცხადება იმპერატორ მეიჯის სიკვიდილის შესახებ. ყოველივე ეს კი 1912 წლის 13 სექტემბერს ხდება.
გენერალი მარესუკი ნოგი, ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი იაპონელი გენერალი, რომელიც მეთაურობდა უდიდესი რუსული ციხე-სიამგრის – პორტ-არტურის ალყას. ციხესიმაგრის დაცემის შემდეგ გამარჯვებულის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო.
მიუხედავად ყოველივე ამისა, მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, 1905 წელს, გენერალმა სთხოვა იმპერატორს „სიცოცხლის დატოვების“ ნებართვა. მან განუცხადა მიკადოს, რომ თვლიდა საკუთარ თავს დამნაშავედ იმ დანაკარგებისთვის, რომლებიც მისმა ჯარმა განიცადა (იაპონელები საუბრობენ 60,000 დაღუპულზე, ხოლო რუსები – 110,000 ადამიანზე).
გარდა ამისა, გენერალს კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა – ამჯერად პირადული. ომში დაიღუპა მისი ორივე შვილი – ბრწყინვალე ოფიცრები. დაობლებულ მშობლებს (მანამდე, მათი ორი შვილი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა) დაეკარგათ სიცოცხლის ხალისი და პატივისცემა აღარ ახარებდათ.
იმპერატორმა კატეგორიულად მოსთხოვა გენერალს ამოეგდო სუიციდურო სისულეები თავიდან, რაზეც სამურაიმა, როგორც დისციპლიონირებულმა ადამიანმა, უპასუხო: „დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.“
მიუხედავად ამისა, შვიდი წლის შემდეგ, იმპერატორის გარდაცვალებისთანავე, გრაფი განთავისუფლდა მიცემული პირობისგან. უძველესი, იმდროისთვის დავიწყებული ტრადიციის თანახმად, გლოვის ნიშნად სამურაის შეეძლო „ბატონის მიცილება“, ხოლო მის მეუღლეს, შესაბამისად, შეეძლო მეუღლის გაცილება. ეს აღარ ითვლებოდა თვითნებურ ქმედებად.
წყვილი მივიდა იმპერატორის დაკრძალვაზე, დასარიგებლად ფოტოც გადიაღი - მაგრამ არა შთამომავლობისთვის, არამედ პრინც ჰიროჰიტოსთვის.
შემდეგ, გარდაცვლილი იმპერატორის პორტრეტის ქვეშ, გენერალმა ჯვარედინად გაიხსნა მუცელი, ხოლო მისმა მეუღლემ ღრმად ჩაისვა დანა ყელში, „რის შედეგადაც“,-ეწერა პროტოკოლში,„წარმოიშვა ტრაჰეისა და საყლაპავის ჭრილობა, რასაც ლეტალური დასასრული მოჰვა“.





